ხობის მუნიციპალიტეტი და გენდერული თანასწორობის საბჭო უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდე 16-დღიან გლობალურ კამპანიას
ხობის მუნიციპალიტეტი და გენდერული თანასწორობის საბჭო უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდე 16-დღიან გლობალურ კამპანიას.
კამპანია 1991 წლიდან იღებს სათავეს, ის 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორის დღეს იწყება და სრულდება 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობა.
ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ:
🔶 28 ნოემბერი 11-00 სთ - ღონისძიების გახსნა, საინფორმაციოს მასალების გავრცელება ქალაქში - საბჭოს წვრებთან ერთად.
🔶30 ნოემბერი 15:00 სთ საჯიჯაოს ადმინისტრაციული შენობა - სოფლის წარმომადგენელთათვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრის გამართვა, (საჯიჯაო, ახალი ხიბულა, ძველი ხიბულა, გაღმა საჯიჯაო).
🔶 1 დეკემბერი 15:00 სთ ხეთის ადმინისტრაციული შენობა - სოფლის წარმომადგენელთათვის საინფორმაციო შეხვედრის გამართვა, (ხამისკური, ხეთა, პირველი მაისი, თორსა-დღვაბა).
🔶2 დეკემბერი 12- 00 სთ-დან 18-00 საათამდე- კამპანიის ფარგლებში ქალებისთვის ფარისებრი ჯირკვლის უფასო ექოსკოპიური გამოკვლევა, კლინიკა „მკურნალი“, მისამართი: ხობი ცოტნე დადიანის N-193.
🔶 6 დეკემბერი 15-00 სთ ჭალადიდი - სოფლის წარმომადგენელთათვის საინფორმაციო შეხვედრის გამართვა, (ჭალადიდი, საგვიჩიო, შავღელე, პატარა ფოთი).
🔶 7 დეკემბერი 11-00 სთ საკრებულოს სხდომათა დარბაზი - ტრენინგი საკრებულოს და მერიის წარმომადგენელთათვის , თემაზე „ გენდერული ნიშნით ძალადობა და მუნიციპალიტეტის როლი ძალადობის პრევენციაში“.
🔶9 დეკემბერი 11-00 სთ, საკრებულოს სხდომათა დარბაზი - ტრენინგი საკრებულოს და მერიის წარმომადგენელთათვის, თემაზე „გენდერული ბიუჯეტირება“.