4 ოქტომბერს, საზოგადოება
„ხობელის“ დარბაზში გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდა ხობელ შემოქმედთან, მხატვარ ლალი
გადელიასთან. ლალის მხატვრობის ნიჭი და სიყვარული ბავშვობიდანვე აღმოაჩნდა. მას ადრეული
ასაკიდან მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სახელოვნებო კონკურსებსა თუ კონფერენციებში.
დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი (ხელოვნების
ბაკალავრი). ის მუშაობს, როგორც გრაფიკაში, ასევე ფერწერაში; პარალელურად ვექტორულ
პროგრამებში ქმნის ციფრულ ნამუშევრებს და დაინტერესებულია, როგორც ფოტოგრაფიით ისე
ვიდეოგრაფიით.
რამდენიმე თვის წინ, ხობში ჰქონდა ნამუშევრების
პერსონალური გამოფენა.
საზოგადოება „ხობელის“
წევრებმა და დამსწრე საზოგადოებამ, რომელთა შორის დიდი ნაწილი ახალგაზრდები იყვნენ,
წარმატებები უსურვეს ახალგაზრდა შემოქმედს.