შეხვედრა ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში

 

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში ასოციაცია „მერკურის“ ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით „ქალთა და გოგონათა მდგომარეობის გაუმჯობესება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში“ პროექტის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ; ასევე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდამჭერი მექანიზმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიასა და ასოციაცია „მერკურს“ შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მოიცავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. პროექტი "ქალთა და გოგონათა მდგომარეობის გაუმჯობესება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში" დაფინანსებულია ნიდერლანდების 🇳🇱🇳🇱🇳🇱 საელჩოს მიერ.