🔵ქალაქ ხობში, კოლხეთის დასახლებაში გზის რეაბილიტაცია სრულდება. ინფრასტრუქტურულ პროექტს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.
🔵განხორციელებულ სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი გია ჩაბალუხა გაეცნენ.
🔵პროექტის შესაბამისად მოეწყო ეზოებთან მისასვლელები, ავტოსადგომი, ამოიწმინდა სანიაღვრე არხები და იგება ასფალტის საფარი.