3 ოქტომბერს, ქალაქ ხობში, კერძო სკოლა „არეამ“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სკოლის მოსწავლეებს პირველი სასწავლო დღე მოწვეულმა ანიმატორებმა გაულამაზეს.პირველკლასელებს გადაეცათ საჩუქრები. ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლა „არეას“ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ აკაკი მალანიამ მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
https://www.facebook.com/media/set/?vanity=khobi.council&set=a.470571575116214