„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ცნობით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. „ინტერპრესნიუსი“ დეტალების დაზუსტებას ცდილობს.
ირაკლი ხახუბია 51 წლის იყო. ახლობლების ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს ავტოავარიას ემსხვერპლა. მას საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე გვირაბთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობის გამო სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს, ხახუბია ავტომანქანით აღნიშნულ სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც გარდაიცვალა. ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარედგინა. სასამართლომ 2019 წელს ერთი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო, ორს კი - 1,6 წლით და 2,6 წლით პატიმრობა შეუფარდა.
განათლება
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- ავტომობილები და საავტომობილო მეურნეობა
- თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის უმაღლესი სკოლა-ინსტიტუტი
- საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები
სამუშაო გამოცდილება
- შპს „ჯეონათსის“ დამფუძნებელი (2012 - )
- შპს „აისბერგი-2“ დამფუძნებელი (2010 - )
- ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთი, გუჩოს სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი (2005)
- ფინანსთა სმინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს (სამეგრელო, გურია) ოპერატიული თანამშრომელი (2005)
- ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის მე-8 განყოფილების (ფოთი, გურია) უფროსი ოპერატიული თანამშრომელი (2004 - 2005)
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი (2004)
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს ოპერატიული სამსახურის ოპერატიული თანამშრომელი (2003 - 2004)
- საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მე-3 სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე (2003)
- საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსსამართალდარღვევების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსი (2002 - 2003)
- საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სამართალდარღვევების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს მე-8 განყოფილება (2000 - 2002)
- ს/ს ფოთინავთობპროდუქტის“ დირექტორი კომერციულ დარგში (1997 - 1999)
- ს/ს „ფოთინავთობპროდუქტის“ ლაბორანტი (1996 - 1997)
- შპს „ბესსის“ მარკეტინგული გან-ის გამგე (1994 - 1995)
- ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს საწარმოო უბნის ზეინკლის მოწაფე, მე-3 კლასის ზეინკალი (1988 - 1989)
კომიტეტი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - კომიტეტის წევრი (17-12-2020 )
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - კომიტეტის წევრი (25-01-2018 - 11-12-2020)
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - კომიტეტის წევრი (25-01-2018 - 24-01-2019)
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - კომიტეტის წევრი (18-11-2016 - 25-01-2018)
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - კომიტეტის წევრი (18-11-2016 - 25-01-2018)