ხობის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ კოლეჯ „ფაზისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და კოლეჯ „ფაზისის“ დირექტორმა ნინო ბაკურაძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის მერია ხელს შეუწყობს კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - ,,სკოლამდელი აღზრდა“ პროფესიული სტუდენტებისთვის/მსმენელებისთვის აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული მოდულების შესრულებას ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში.
მერია ხელს შეუწყობს კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებს, რათა ისინი გაეცნონ რეალურ გარემოს და გამოცადონ აკადემიურ გარემოში შეძენილი კომპეტენციები (ცოდნა და უნარები).
წყარო: https://www.facebook.com/media/set/?vanity=KhobiMunicipality&set=a.475784307913494