10-11 ოქტომბერს ძლიერმა წვიმებმა მდინარეების და ღელეების ადიდება გამოიწვია. რის შედეგადაც ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში დაიტბორა სავარგულები, ეზოები, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების და კორპუსების პირველ სართულებზე, ჩამოირეცხა გზები. ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მოადგილეებთან და სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ეცნობოდა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას. მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან მდგომარეობას და ზარალს დაითვლიან.
https://www.facebook.com/media/set/?vanity=KhobiMunicipality&set=a.468930181932240