„სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი“, რომ არ ყოფილიყო, მიუხედავად ცხოვრებისეული სირთულეებისა, განა შევძლებდი წლების მანძილზე უანგაროდ ღწვას და ილიასი არ იყოს- „ციურ მშობლიურ ხმებს", რომელიც დღემდე არ წყდება პატარა სოფელ ბიის საჯარო სკოლაში. ძნელბედობის ჟამს 90-იან წლებში გულგატეხილ ხალხს ჩვენი შემოქმედებითი შეხვედრებით ვუღვივებდით გულებში სითბოს, ვაძლევდით მომავლის იმედს. მივიღეთ სხვადასხვა ოლიმპიადებში მონაწილეობა, სადაც ლაურეატის დიპლომები და ოქროს მედალი დავიმსახურეთ. ფოლკლორი ხომ ეროვნული საუნჯეა, რომელშიც უხვადაა სამშობლოს, მშობელი ხალხის დარდი, ტკივილი თუ სიხარული. ჩემი შემოქმედებაც დღემდე სამშობლოსა და მშობელი ხალხის სიყვარულს და მოზარდ თაობებში ამ გრძნობის გაფურჩქნას ემსახურება. იმედია, უფალი და კეთილი ადამიანები მომცემენ შესაძლებლობას გავაგრძელო ჩემი ლამაზი საქმე და სამშობლოსა და მშობლიური ჰანგის სიყვარულით დავასაჩუქრო მომავალი თაობა.
სხვა და სხვა წლებში ქალბატონი მზიას შემოქმედების ამსახველი ვიდეო კოლაჟი