ხობში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა (ფოტო+ვიდეო)

დღეს, კულტურის სახლის დიდ დარბაზში ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან’’ არსებული ერთი მსახიობის თეატრის სპექტაკლის - ,,უცნობი ქალი’’ პრემიერა შედგა. 

რეჟისორმა მანანა შამათავამ სპექტაკლი ინგლისელი მწერლის, ჰერბერტ ბეიტსის ნაწარმოების, ,,ველური ალუბლის ხის“ მიხედვით დადგა. 

სპექტაკლს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.