🚮საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” ხობის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი 200 ერთელი კონტეინერი გადმოსცა.
➡ნარჩენების შესაგროვებელი ურნები ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გადანაწილდება.
➡ „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ხობის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი, პლასტმასის 1 100 ლიტრიანი კონტეინერები, პროექტ "მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები" ფარგლებში გადმოსცა.♻🚜დამატებით, ეტაპობრივად, ხობის მუნიციპალიტეტს გადმოეცემა სხვადასხვა ზომის კონტეინერები, ურნები, სპეციალური მანქანები და სხვა ტექნიკური საშუალებები.
✅პროექტი საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.






