30 აგვისტოს, ქალაქ ხობში, „ახალგაზრდული დღეების“ დასკვნითი ღონისძიებები გაიმართა. კულტურის სახლის დიდ დარბაზში აკაკი დევიძის ვოდევილის ,,ცოლი ხუთი წუთის” მიხედვით დადგმული სპექტაკლის ,,სტუდენტური ოინების’’ ჩვენება; ხოლო ცენტრალურ პარკში - ბაკო ალანიას ბენდის კონცერტი გაიმართა. სპექტაკლს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელბი ესწრებოდნენ. „ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ახალგაზრდების მონაწილეობით კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა.