გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ აბაშის, სენაკის, მარტვილის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი გამოაცხადა.
დამატებით გაზიფიცირების სამუშაოები ამ ეტაპზე განხორციელდება:
ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ზემო ქვალონი, პატარა ფოთი, გვიმარონი, ჭითაუშქური და საალანიო-საფაჩულიო, მეორე გურიფული, პირველი გურიფული, გაღმა შუა ხორგა, გამოღმა შუა ხორგა, გამოღმა პირველი ხორგა, გაღმა პირველი ხორგა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხური-ხორგიში, გოლასკური, რეკა, ეკი, შრომისკარი, საადამიო, საგუნიო, საცხვიტიო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დიდინეძი, ორულუ
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გაჭედილი, ტალერი, ეწერი
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქოლობანი, ბულვანი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელი ზუმი