ქ. ხობში დათა ხურცილავას სახელობის მინი სტადიონზე საბა ჯანჯღავას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში გაიმართა.
ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ თამაშში ერთმანეთს გუნდი ,,Distriqti” და
,,Los blancos” დაუპირისპირდნენ. პირველი ადგილი
გუნდმა ,,Distriqti” ღირსეულად მოიპოვა.
ტურნირი საბას მეგობრების ორგანიზებით და მერიის
კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელშეწყობით ჩატარდა.
ფინალურ თამაშს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია
ესწრებოდნენ.
გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ.