17 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური მატჩი გაიმართა.
ფინალში ხობის „ჭალემ" სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდი პენალტების სერიაში 4-3 დაამარცხა და კობა შუბითიძის სახელობის თასს დაეუფლა.
ტურნირში ხობის „ჭალეს“, საგვიჩიოს და ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებთან ერთად, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, ხონის მეექვსე საარტილერიო ბრიგადის, ეროვნული გვარდიის და ქობულეთის გუნდები მონაწილეობდნენ.
ტურნირის ფინალს და დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, კობა გრიგოლია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.