ამა წლის 27 აგვისტოს ქალაქ ბათუმში გაიმართა 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირებისადმი მიძღვნილი ტურნირი მკლავჭიდში, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ გუნდებთან ერთად ხობელი მკლავჭიდელებიც მონაწილეობდნენ. ამ შეჯიბრზე მონაწილეობას იღებდა 80 მკლავჭიდელი, რომელთა შორის მრავალი მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონი იყო. ამდენად, საინტერესო ორთაბრძოლები გაიმართა.
55 კგ წონით კატეგორიაში ( მარცხენები) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა რეზი ჯანჯღავამ. ამავე წონაში (მარცხენები) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მერაბი გვალიამ.