სხდომაზე ფარული კენჭისყრის საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა ნუგზარ შუშანია

 

12 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ცოტნეობის და დიდგორობის დღესასწაულები. სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ხობი საქართველოსთვის“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“. ფრაქციის გაუქმების საფუძველი გახდა ფრაქციის ორი წევრის ნუგზარ შუშანიას და მაკა ჩარტიას მიერ ფრაქციის დატოვება.

დადგენილების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, განხორციელდა 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთის 573,7 ათასი ლარის და შემოსულობების ზრდით მიღებული ასიგნებების 69,2 ათასი ლარის (ცენტრალური ბიუჯეტი), სულ 642,9 ათასი ლარის ბიუჯეტში ასახვა, რომელიც მიიმართა პრიორიტეტის ,,ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია“ ასიგნებაზე.
სხდომაზე ფარული კენჭისყრის საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა ნუგზარ შუშანია.

სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2022-2023 წლებში დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“, რომლის თანახმადაც საკრებულოს მიერ მოწონებულ იქნა 2022-2023 წლებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი შემდეგი პროექტები:
ა) ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ კუთხე ნოჯიხევში შიდა სასოფლო გზის (ასფალტო-ბეტონი) მოწყობის სამუშაოები;
ბ) ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში შიდა სასოფლო გზის (ცემენტო-ბეტონი) მოწყობის სამუშაოები ;
გ) ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბისა და ხამისკურის დამაკავშირებელი გზის (ცემენტო-ბეტონი) მოწყობის სამუშაოები;
დ) ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საქირიოში გზის (ცემენტო-ბეტონი) მოწყობის სამუშაოები;
ე) ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ნოჩხონში გზის (ასფალტო-ბეტონი) მოწყობის სამუშაოები;
ვ) ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთისა და ჭალადიდის დამაკავშირებელი გზის (ცემენტო-ბეტონი) მოწყობის სამუშაოები;
ზ) ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საბუკიოში ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები;
თ) ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის (ასფალტო-ბეტონი) მოწყობის სამუშაოები;
ი) ქალაქ ხობში ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნის მოწყობის სამუშაოები;
კ) ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში აია სოფიას ტაძართან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები.
საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის გაყოფის შედეგად გაღმა საჯიჯაო ჩამოყალიბდა ცალკე დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ერთეულად. ზემო აღნიშნულის გამო სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სკოლის სახელწოდების ცვლილება შემდეგი რედაქციით: „სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს ილია ქვარცხავას სახელობის სკოლა“, რაზედაც საკრებულოს გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა განკარგულება „სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლისთვის ილია ქვარცხავას სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე“.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.