ქალაქ ხობში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა N23-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვა დასრულდა
ქალაქ ხობში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა N23-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვა დასრულდა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა.
პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 76935 ლარი გამოიყო.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მათე 2012“ აწარმოებდა.