ქიმიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა 2018 წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (საქართველო). ის არის სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - მოწვეული პროფესორი და თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში - მოწვეული სპეციალისტი. მას გააჩნია გამოცდილება გრაფენის სტრუქ-ტუ¬რების სინთეზში, ნახშირბადის ნანოსტრუქტურებით განმტკიცებული კერამიკული მასალების დამზადებასა და კვლევაში. ასევე პოლიმერების სინთეზში, ლითიუმის სხვადასხვა მარილების დოპირებით მყარი პოლიმერ-ელექტროლიტების დამზადებაში, ნანოკომპოზიტების მომზადებაში. მისი მონაწილეობით გამოქვეყნებულია 35-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და მონაწილეობა მიღებული აქვს 40-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში. მისი მონაწილეობით შესრულებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული 10-ზე მეტი საგრანტო პროექტი და ამჟამად არის 1 მიმდინარე გამოყენებითი კვლევებისათვის პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი.
რჩევა: დამწყებ ახალგაზრდა მეცნიერებს ვურჩევ იყვნენ თავდაჯერებულები და არ შეუშინდნენ დაბრკოლებებს. დაუღალავი მუშაობა და მონდომება კი აუცილებლად მოიტანს წარმატებას.