ხობში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ქალაქ ხობში, ცოტნე დადიანის ქუჩა N212-ში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.

ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 70681 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მშენებელი 2017“ აწარმოებს.

პარალელურად, ქალაქ ხობში ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.