ნოჯიხევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 84782 ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.
სასოფლო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი გია ჩაბალუხა გაეცნენ.
უახლოეს დღეებში დაიწყება ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 70260 ლარს შეადგენს.
წელს, ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგამის“ ფარგლებში შვიდი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.