სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა მეხუთედმა დეკლარაციები ხარვეზებით შეავსო-ხობის მუნიციპალიტეტი
ხობის მუნიციპალიტეტი
რევაზ ზაქარაია
ხობის მერის პირველი მოადგილე
რევაზ ზაქარაიას 2022 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი ფლობს შპს “რეგი კაპიტალის”
50% წილს, თუმცა, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, მას აღნიშნული წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ გადაუცია.
შოლინა ბუკია
ხობის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსიშოლინა ბუკიამ 2021 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ ჩაწერა შვილის, პაატა ბუკიას საკუთრებაში არსებული
ხობში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და სახლი .
ქეთევან კვირიკაშვილი
ხობის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე
ქეთევან კვირიკაშვილს 2022 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული მეუღლის, ედიშერ ჯობავას
საკუთრებაში არსებული ხობში, კოლხეთის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთი.
კაკი ხურცილავა
ხობის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე აკაკი ხურცილავამ 2022 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი ფლობს შპს “ფოთი-პრიმადენტის”
7.19% წილს, თუმცა კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, მას ეს წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ გადაუცია.
გიორგი გვასალია
ხობის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გვასალიამ 2022 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ ფლობს შპს “გეორგიან ფუდ კომპანის” და შპს
“კინგ ჯგუფი 1”-ის წილებს, თუმცა, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, მას ეს წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ გადაუცია.
მოგელი ხუხია ხობის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე
მოგელი ხუხიას 2022 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი არის 2018 წელს რეგისტრირებული
შპს “ჩხაია XXI”-ის 50% წილის მფლობელი. მართალია, მოგელი ხუხიამ დეკლარაციაში მიუთითა, რომ ეს კომპანია არის უმოქმედო, თუმცა არ შეასრულა კანონის მოთხოვნა, კერძოდ არ გადასცა წილი სხვა პირს მართვის უფლებით.
მალხაზ იოსავა
ხობის საკრებულოს ფრაქცია “ხობი საქართველოსთვის” თავმჯდომარე
მალხაზ იოსავამ 2022 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი არის შპს “ფარმაკომის” 100% წილის
მფლობელი და დირექტორი და შპს “ლასარის” 50% წილის მფლობელი, თუმცა, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ გადაუცია და არც დირექტორის პოზიცია დაუტოვებია.