26 ივლისს, ხამისკურში, პიერ და ბადრი კობახიძეების სახლ-მუზეუმის ეზოში მდებარე თეატრონზე და ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში სპექტაკლის ჩვენება გაიმართა.
ადგილობრივი მაყურებლის წინაშე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით დადგმული სპექტაკლით: „წითელი ფეხსაცმელი“ წარდგა.სპექტაკლის რეჟისორი ეკატერინე შარიქაძეა.