მწერალ ლიკა ჭელიძეს წიგნის პრეზენტაცია ხობში

 


საოცრებათა სამყარო-ხობი!

ასე გამოეხმაურა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე მწერალი ლიკა ჭელიძე ხობში თავისი წიგნის პრეზენტაციასთან დაკავშირებით:

უდიდესი მადლობა, საოცრებათა ქვეყანაში მოგზაურობას ჰგავდა ხობის მკითხველთან შეხვედრა!
სიტყვები, რომლებიც აღწერენ ჩემს სიხარულს, უბრალოდ ვერ ვიპოვე.
უდიდესი მადლობა ელისო კვიკვინია ასეთი დაუვიწყარი დღისთვის
განსაკუთრებული მადლობა გიორგი იგი ხარაიშვილი! შენ ხარ სასწაული ბიჭი და არაჩვეულებრივი პოეტი.
ისეთი მომხსენებელი ყოფილხარ, მზად ვარ ყველა წარდგენაზე ჩემს გვერდით იყო!
მადლობა ყველა ადამიანს, ვინც დღეს მოვიდა შეხვედრაზე!
სიკეთით გადამეხადოს!
მთავარი მადლობა ნიკა ლაშხია, მართალია ხმა ვერ ამოვაღებინეთ, მაგრამ ფოტოებიც და ჩემი უსაფრთხოდ გადაადგილებაც ნიკას დამსახურებაა.











ხობელების გამოხმაურება სოციალურ ქსელში წიგნის პრეზენტაციის შემდეგ:

არ მინდა ეს ემოციები გამომრჩეს ამიტომ ამის წერას მანამ ვიწყებ სანამ წიგნს წავიკითხავ... 23;07;2022 ემოციებით დატვირთული დღე როდესაც ვფიქრობდი რომ ამ წვიმაში სახლიდან ფეხით გამოსვლა არ ღირდა და უმჯობესი იყო ჩაითა და კიდევ ერთი "კრიმინალური აზროვნების" სერიით თბილ ლოგინში მოკალათება, თუმცა...
ოჰ ეს "თუმცა" რამდენს ნიშნავს😁
თუმცა მაშინ როცა ადამიანს პირველად ხედავ რაღაცნაირად შთაბეჭდილება გექმნება მასზე და შემდეგ დიდი ალბათობით გაიგებ რომ ეს შენი წამიერი გაელვება ტყუილი იყო. ჩემთან კი ასე არ მოხდა და რაც პირველად გავიფიქრე ნამდვილად ისე აღმოჩნდა!
ერთი სიამოვნება იყო "სიმშვიდის იმიტაციის" წარდგენის მოსმენა რადგან ვფიქრობ აქ მხოლოდ წიგნი არ იყო წარსადგენი, აქ ავტორიც წარსდგა ჩვენს წინაშე და თუკი ნახვისას ავტორი არ დაგაინტერესებს შეიძლება წიგნს მეორედ ზედაც არ შეხედო🤷🏻‍♂️ მე კი სწორედ ავტორმა გამიათმაგა წიგნის წაკითხვის სურვილი ახლა ვზივარ და ველოდები გათენებას რომ დავიწყო და ერთ ამოსუნთქვაში დავასრულო იმიტაცია სიმშვიდისა რომელმაც მოიცვა ჩემი სამყარო...
რაღაცნაირად სხვა ადგილას ამოვყავი თავი და ახლაც ამ ადგილის ნაწილად მივიჩნევ თავს, ალბათ ავტორის სამყაროში სადაც სულ სხვანაირად ბრუნავს საათის ისარი🕦 ერთის მხრივ არც მინდა ამ სამყაროდან გასვლა და ვაი რომ ყოველ ჯერზე ასე ვარ ყოველ წაკითხულ წიგნზე, მაგრამ როდესაც ავტორს პირადად ხვდები და გაესაუბრები ეს სულ სხვა ემოციებს ბადებს ჯერაც აჟიტირებული და ბედნიერი მე მადლობას გიხდით ქ.ლიკა ჩამოსვლისთვის და ხობში ამ დიდი სამყაროს ჩამოტანისთვის❤️❤️
24;07;2022
ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს აუცილებელია როცა ვკითხულობ ჩაი მეჭიროს ხელში და ფანჯარას წვიმის წვეთები ასველებდეს😶 წვიმა აღარ არის მაგრამ ჩაის ვერაფერი აღუდგება წინ ასერომ ვიწყებ მოგზაურობას❤️
ჩაის ჭიქით ვზივარ და ვერ გამიგია რომელი უფრო კარგი გადაწყვეტილება იყო დაუწყებლად დასრულება და მისი თანმდევი ტკივილი თუ დაწყება და ბედის მიერ წართმეული დრო და მისი პროპორციული ტკივილი. ეს წიგნი წაკითხული რომ მქონოდა გუშინ ალბათ კითხვას დავსვამდი "მან დათმო და არ გაიმეტა ის ამ ტკივილისთვის ანუ უყვარდა, დათმო და უყვარდა, უყვარდა და დათმო მაგრამ რატომ არ უთხრა?"
"უცხო" ზოგჯერ საჭიროა მისცე თავს უფლება იყოს ნაცნობი მისთვის ვისაც უცხოდ მიიჩნევს და ეს სიუცხოვე გაფანტოს. ისეთი ამბავია გინდა თქვა რომ მარტო ძნელია შეეჭიდო პრობლემებს და ამ დროს გვერდით ადამიანი წამალია ავადობისას მაგრამ ზოგჯერ უმჯობესია მარტო შეეჭიდო ლოდს რომელსაც ცხოვრება ვაწვდის. სხვანაირი ფიქრი სჭირდება ამ წიგნს და თუ "სხვანაირად" არ ფიქრობ ძნელია ჩასწვდე რეალურად რისი სწავლება სურს მას შენთვის.
"ქალი არსაიდან" ყველა ხედავს რომ საჭიროა უკან მოხედვა და საჭიროა შეცდომის დანახვა, ილუზიები რომლებსაც ვქმნით გვაძლევს საშუალებას ვიყოთ მშვიდად მასში მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელია ერთ დღეს ისინი დავამსხვრიოთ და გავიხედოთ მის მიღმა სამყაროში სადაც ქალს განიკითხავენ იმისთვის რომ შვილის სიკვდილს ვერ ეგუება. ბოდიშით მაგრამ ა რ შ ე მ ი ძ ლ ი ა მსგავს ამბავს რეალურად მოვუსმინო და დავაიგნორო ეს "ყოვლისცმოდნე" ქალბატონები ან მამაკაცები ❤️
"სიმშვიდე" არ შეიძლება მარტო იყო და მშვიდად❤️ ადამიანებიც ამისთვის ვვარსებობთ რომ ერთმანეთს სიმშვიდე ვაჩუქოთ გაუაზრებლად❤️ უბრალოდ ნახეთ რა უცაბედად შეიძლება გამიჩნდეს და გაქრეს ეს ერთი "სიმშვიდის" მატარებელი ადამიანი ყველას ცხოვრებაში❤️
აქვე ვისარგებლებ და ჩემს სიმშვიდის წყაროს კიდევ ერთხელ ვულოცავ დაბადების დღეს💜 საუკეთესო ხარ💜 სალომე ალანია 💜
ნეკერას...
"ისე ვერავის იტირებენ, როგორც ჩემი წითელთმიანი იტირა მამამისმა..."🖤
"რა იქნებოდა, რომ..."
"ბედნიერება ერთი კონკრეტული საგანი არაა, ფაზლია, ბევრი ნაწილისაგან შემდგარი"
რა იქნებოდა ფაზლის აწყობა ასეთი მარტივი რომ იყოს? იქნებ საერთოდ ვეღარ აგვეწყო ის ან აწყობის შემდეგ უაზროდ განევლო ჩვენს ცხოვრებას? რაც უფრო წვრილია ფაზლი მით უფრო საინტერესოა ის და რაც უფრო საინტერესოა მით მეტ თავგადასავალს გვიმზადებს. ყოველი ნაწილი რაღაც ამბავია რომელიც გვეხმარება რეალური სურათის დანახვაში და ეს ამბავი ვართ ჩვენ! ❤️
აქ"ბიჭი, რომელიც არ უნდა შემყვარებოდა"
ვფიქრობ ერთი ასეთი ბიჭი ყველას ცხოვრებაში ჩნდება ერთხელ მაინც და რაღაცაც ტოვებს რაღაც ისეთს რასაც ვერ ხსნი და რისგანაც თავს ვერ აღწევ რადგან მიგყვება ცხოვრების ბოლონდე და გაიძულებს გახსოვდეს, გაიძულებს შენს წიგნში მასაც თავისი ადგილი გამოუყო. და ბოლოს მაინც "არც ერთი გოგო არ იმსახურებს მეორე გოგოს გამო ტირილს".
"ბოლო სიცოცხლე"
"არაფერი ხდება ისე როგორც ვგეგმავთ"❤️
არც მე მქონდა დაგეგმილი წიგნის ბოლოს ასე ერთბაშად მოწოლილი ნოსტალგია მაგრამ ღმერთო როგორ შეიძლება ასეთ დროს ადამიანს ადამიანი წაართვა?? სევდა და სიხარული მერევა ერთმანეთში და ეს არის რაღაც ახალი და გაუგებარი ჩემთვის❤️ მადლობა ამ გრძნობისთვის რადგან ახლა ვიგრძენი ის რომ შეიძლება იყო და თან არ იყო ის რაც ხარ❤️ მართალი იყო თქვენი შვილი ქ.ლიკა ამ წიგნს გაგრძელება სჭირდება❗