ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ (52 კგ. ). ხობელმა ფალავანმა ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელი აიხან ჯავადოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ვულოცავთ ხობელ სპორტსმენს, მის მწვრთნელებს და გულშემატკივრებს ევროპის პირველობაზე მოპოვებულ გამარჯვებას.

