ხობის თეთროსანი ღვთისმშობლის ხატის ასლი ძველ ხიბულის ახლადაშენებულ ტაძარში დაბრძანდება

 


სულის საცხონებელი საქმის შემოქმედად მოგვევლინა ბატონი ნუგზარ (ხვიჩა) შონია, რომლის მეოხებით შეიქმნა ხობის მონასტრის მთავარი ხატის ,,თეთროსანი ღვთისმშობელის’’ ასლი, რისთვისაც უღრმესი მადლობა მას! 

        ხატი  მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის კურთხევით დასვენებულია ძველ ხიბულაში, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის ეზოში მდებარე ახალ აშენებულ ტაძარში.

       ტაძარი 18 ივლისს იკურთხება.

,, ხოპის თეთროსანი ღვთისმშობელი’’ შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!