19 ივლისს, ქალაქ ბათუმის საზაფხულო თეატრის დიდ საკონცერტო დარბაზში ფოლკლორის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „ოქროს საწმისი“ გაიმართა.
ფესტივალში საქართველოს, ყაზახეთის და სასომხეთის შემოქმედებითი ანსამბლები მონაწილეობდნენ.
ფესტივალის მიზანია ქართული ფოლკლორის, კერძოდ ქორეოგრაფიული ხელოვნების მოვლა-პატრონობა, მისი ავთენტურობის შენარჩუნება, მომავალი თაობებისთვის გადაცემა და პოპულარიზაცია, ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან შემოქმედებითი კავშირების დამყარება, კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავება და ტურიზმის განვითარება. საერთაშორისო ფესტივალ „ოქროს საწმისის“ –„GOLDEN FLEECE„ ორგანიზატორია „ქართული ტურიზმისა და კულტურის განვითარების საზოგადოების“ თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაია.
Video Link