საქართველოს16-წალმდელთა ნაკრებმა ლატვიაც დაამარცხა

 

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის “ბ” დივიზიონსაც 11-20 აგვისტოს ბულგარეთის დედაქალაქი სოფია უმასპინძლებს. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი მომავალი მეტოქეები ჯგუფში ავსტრია,  ესტონეთი, უნგრეთი, კვიპროსი და ბელგია იქნებიან. 

ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები შეკრებაზე ლატვიაშია. 16-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი სპარინგ-მატჩი გამართა ლატვიელ თანატოლებთან და დაძაბულ ბრძოლაში – 81:78 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. ბოლო პერიოდის წინ საქართველო 9 ქულით აგებდა, თუმცა ბოლომდე იბრძოლა, დასკვნითი ათწუთეული 23:11 მოიგო და გამარჯვებას მიაღწია. 

ჩვენს ნაკრებში 29 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო გოგიტა ბუკია. 24 ქულა ავთო ბახტაძემ მიითვალა, ნიკოლოზ აბულაძის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიაში პირველი სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა, რომელსაც 79:60 მოუგო.