🔵საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიციირებული პროექტის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ ხობში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
🔵ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 3 800 665 ლარს შეადგენს.
🔵პარკის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია გაეცნენ.
🔵პროექტის შესაბამისად მოეწყობა საბავშვო ატრაქციონი, სანიაღვრე სისტემა, ველობილიკი, სტადიონი, სავარჯიშო ტრენაჟორები, დეკორატიული სკამები, განათება, ღობე, „წყლის სოკოები“, მდინარის სანაპიროზე ჩასასვლელი კიბეები, საფეხმავლო ბილიკები და დაიგება ფილები.
🔵 სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,არბა“ ახორციელებს.