ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის საანაგარიშო - საარჩევნო მეშვიდე კონფერენცია.

 

    მიმდინარე წლის 17 ივნისს ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის საანაგარიშო - საარჩევნო მეშვიდე კონფერენცია.  კონფერენციას დელეგატებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის პირვლი მოადგილე რევაზ ზაქარაია,  მერის მოადგილე დავით ბერაია და მოწვევით საჯარო მოხელეები  ესწრებოდნენ.

    კონფერენციაზე საანაგარიშო მოხსენებით გამოვიდა საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე დიანა ჯანჯღავა.

    კამათში მონაწილეობა მიიღეს ნანა ბუკია - (სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილების უფროსი), ნანა გვასალია (მერის წარმომადგენელი გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში), მარინე ლაგვილავა  (მერის წარმომადგენელი პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში).

შეხვედრაზე  მოსმენილ იქნა სარევიზიო კომისიის ანგარიში მომხსენებელი - ირინე ფილიპია  (მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საინფორმაციო უზრუნველყოფისა და ვებგვერდის ადმინისტრირების საკითხებში). დამტკიცდა დადგენილების პროექტი.

ღია კენჭისყრით ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დიანა ჯანჯღავა. მოადგილე -  ბაქარ შონია. სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე -  ირინე ფილიპია.

საბოლოო სიტყვაში დიანა ჯანჯღავამ აღნიშნა  - ,,საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პრფესიული კავშირი არის საერთო შრომითი სოციალურ ეკონომიუკური, პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულ პირთა ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც ასოცირდება სამართლიანობათა, დახმარებათა.  აქ გაწევრიანება ერთმანეთთან ურთიერთობის სტიმულია, საშუალებაა - დასვენების, განტვირთვის, რის საშუალებაც სწორედ პროფკავშირში გაწევრიანებამ მოგვცა. იმედია, ეს სტიმული, კიდევ მრავალს გაუჩნდება და ჩვენთან ერთად შექმნის ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირის მომავალს. დღეს კი, როგორც ამ კავშირის თავმჯდომარე, მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, რითაც ასე გამორჩეულია თითოეული თქვენგანი.