6 ივნისს ხობში ჩამოვიდნენ ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, არქეოლოგი ებერჰარდ საუერი და კოპერნიკის უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნებათმცოდნე აგნიეშკა შრაიბერი. მათ მეგზურობას უწევდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის არქეოლოგი დავით ნასყიდაშვილი. სტუმრებმა დაათვალიერეს მაჩხომერის არქიტექტურული კომპლექსი, ხეთის მუზეუმში დაცული ბერძნულწარწერებიანი ფილები მაჩხომერიდან და ხობის მონასტერი.

