საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა და სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი გიორგი ცხვიტავა უძღვებოდნენ.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერიის, საკრებულოს და ადგილობრივით თვითმმართველობის იურიდიული პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.