საზოგადოება "ხობელის" დარბაზში ჩატარდა, ხობის საპატიო მოქალაქის, ლოტბარის, შესანიშნავი ფოლკლორისტის, მსახიობის, ქართული ტრადიციული ოჯახის თავკაცის,ღირსეული პიროვნების,ანსამბლ "კოლხეთის" უხუცესი წევრის, ბატონ რეზო თოდუას შემოქმედებითი საღამო.
შეკრებილთა თვალწინ გაირბინა, მისი ცხოვრების ქრონიკებმა.ბევრი ითქვა მის ნიჭიერებაზე, არტისტიზმზე, უბადლო ხმაზე,მიზანდასახულობასა და პროფესიონალიზმზე, მეგობრობასა და იუმორზე.
სიმბოლურმა სუფრამ,უფლის,მამულის,წინაპართა ხსოვნის და ქართული სიტყვის სადღეგრძელოებმა, ანსამბლ "კოლხეთის" მიერ შესრულებულმა სიმღერებმა, მეგობრების მოგონებებმა და შეფასებებმა , ერთად შეკრებილმა ემოციები შექმნა.
კიდევ ერთი ღვაწლმოსილი ადამიანის დაფასების მაგალითმა ბუნებრივად მოიტანა განწყობა, რწმენა იმისა, ვაგრძნობინოთ რომ, ისინი მართლაც იმსახურებენ სიყვარულს, აღიარებას - ამით ჩვენც პირნათელი ვიქნებით, როგორც წარსულის, ასევე მომავლის წინაშე.
"დღეს,ძალიან ბედნიერი და უზომოდ მადლიერი ვარ.მინდა გითხრათ რომ ამიერიდან ვიცოცხლებ იმისთვის, რომ ამდენი სიყვარულის სამაგიერო გადაგიხადოთ".
თქვენი რეზო თოდუა.
იცოცხლეთ,დიდხანს იცოცხლეთ ბატონო რეზო.