ხობში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

 

🔷ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

🔷ტექნიკის გამოყენებით ქვა-ღორღისგან და ნატანი მასისგან იწმინდება შიდა გზები და სანიაღვრე არხები.

🔷ქალაქ ხობში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსის სარდაფიდან ამოიტუმბა წყალი დო მოირეცხა ეზო.

🔷სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების“  წარმომადგენლები.

🔷22-23 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ეზოები, სავარგულები, ჩამოირეცხა სასოფლო გზების ნაწილი, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. ასევე დაიტბორა ქალაქ ხობში საცხოვრებელი კორპუსის სარდაფი.