17 ივნისს სოფლის განვითარების სააგენტოს, ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ინიციატივითა და ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის - AFAD და UNDP-გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში, ორგანიზებით, მესაქონლეობის დარგში დასაქმებული ფერმერებისათვის, მოწვეული კვალიფიციური ტრენერების მონაწილეობით შედგა ტრენინგი: სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კვების, ძროხეულის მოვლა-შენახვის თავისებურებების, ძროხეულის სახეობებისა და ჯიშების, ძროხეულის საკვებში საზრდო ნივთიერებების დანიშნულების, წვნიანი საკვების სილოსისა და სენაჟის მომზადებისა და ფერმერთათვის საინტერესო სხვა საკითხებზე. ტრენინგის დასასრულს განხილულ იქნა და ფერმერებს დაურიგდათ მერძეული ფურის საკვები ულუფის (რაციონის) გამომთვლელი პროგრამის „რაც-იოლი 1.1“ სახელმძღვანელო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაზეთი „ჩვენი სოფელი“
ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი, ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებს, ფერმერულ ჯგუფებს, კოოპერატივებს მომართვის შემთხვევაში გთავაზობთ ტრენინგების, თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ თემაზე მოწყობას.
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მე-3 სართული, ოთახი №302, ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი, ან დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 595 858 393, 595 858 320, 595 858 365.