ზვიად დათუაშვილის სახელობის ტურნირი (ვიდეო კოლაჟი)

 

16 ივნისს, შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის, ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშების ფინალური მატჩები გაიმართა.

ტურნირის გამარჯვებული ქალაქ ხობის გუნდი გახდა, მეორე ადგილი გურიფულმა, ხოლო მესამე ადგილი შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა.

სპორტულ შეჯიბრებას ზვიად დათუაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.

   სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.