შეხვედრა სუბტროპიკული კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთზე

 

8 ივნისს სოფლის განვითარების სააგენტოს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები,თვითმმართველობის შესაბამის სამსახურებთან ერთად ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ა/ო " ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" (AFAD) ინიციატივით, ინოვაციური საგრანტო კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილ სუბტროპიკული კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთზე ადგილობრივებს შევხვდით
✅
ნაკვეთი მოეწყო პროექტის „პროფესიული განათლების და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში /UNDP Georgia / და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო /SDC/-ის ფინანსური მხარდაჭერით.
✅
ფერმერებს სახელმწიფო პროგრამებზე, წვეთოვანი სარწყავი სისტემის,მცირე მექანიზაციის გამოყენების თავისებურებებზე და უპირატესობებზე ვესაუბრეთ
✅
შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ჩატარდება
➡️
დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://elibrary.mepa.gov.ge/Ge/Events
➡️
სახელმწიფო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://rda.gov.ge/main
➡️
გამოგვყევით Telegram არხზე: https://t.me/ruraldevelopmentagency