ვახტანგ ლოლუა 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ვახტანგ ლოლუამ 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ხობელმა მოჭიდავემ ფინალში აზერბაიჯანელი იბადოვი დაამარცხა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ხობელ სპორტსმენს და მის მწვრთნელებს ევროპის პირველობაზე მოპოვებულ გამარჯვებას.


https://www.khobi.ge/index.php?news=1&year=2022&month=6&date=2022-06-14