ხობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს სტუმრები ეწვივნენ

 

ხობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს, „ქალთა საერთაშორისო ასოციაციის“ (IWA) პრეზიდენტი იოჰანა მიულმანი, ვიცე-პრეზიდენტები: სარა მოძმანაშვილი-კემეჩეი, მარგრეტ შმიდტი და ორგანიზაციის დამფუძნებელი ნანა დვალი ეწვივნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ სტუმრებს დღის ცენტრში არსებული გარემო გააცნეს და მათთან, ცენტრის გაძლიერება-განვითარებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტს „განათლების და განვითარების ცენტრი თოლისკური“ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს. ცენტრის მომსახურებით 6-18 წლამდე ასაკის 20 ბენეფიციარი სარგებლობს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ „განათლების და განვითარების ცენტრ თოლისკურს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე მერია უზრუნველყოფს დღის ცენტრის ფართის და კომუნალური ხარჯების დაფინანსებას. https://www.facebook.com/photo/?fbid=361361226022470&set=pcb.361362792688980