პედაგოგ კუკურ ნაცვლიშვილთან შეხვედრა გაიმართა



დღეს, საზოგადოება „ხობელის“ ოფისში პედაგოგ კუკურ ნაცვლიშვილთან შეხვედრა გაიმართა. ბატონი კუკურის კოლეგებმა, მეგობრებმა და მოსწავლეებმა, მასთან ერთად განვლილი წლები გაიხსენეს და მოსწავლე-ახალგაზრდობის სწავლა-განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

 კუკურ ნაცვლიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა სკოლის დირექტორად და დღემდე აგრძელებს აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ახალსოფლის საჯარო სკოლაში. 

შეხვედრას საზოგადოების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#ხობელი #ხობელები