საინფორმაციო სახის შეხვედრა გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში

 27 მაისს სოფლის განვითარების სააგენტოს, სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონალური სამსახურის, ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურებთან ერთად, სოფელ პირველ გურიფულში და სოფელ მეორე გურიფულში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. ფერმერებს მიეწოდა ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამებზე, დაფნის და თხილის ბაღებში გაზაფხულზე გასატარებელი აგრო-ტექნოლოგიური ღონისძიებებზე, მეცხოველეობის საკითხებზე.

ყურადღება გამახვილდა შემდეგ სახელმწიფო პროგრამებზე:
•სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა
•დანერგე მომავალი
•შეღავათიანი აგროკრედიტი
•გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
•აგროდაზღვევა
შეხვედრები ხობის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.
#დანერგემომავალი
#აგროდაზღვევა
#შეღავათიანიაგროკრედიტი