დღეს ხობის, პირველი მაისის ტაძრის კურთხევიდან 9 წელი შესრულდა

ხობის ყოვლადწმიდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსისა და საპატრიარქო რეზიდენცია - ხობის მუნიციპალიტეტში, 

ხობის პირველი მაისის საეკლესიო კომპლექსი და საპატრიარქო რეზიდენცია აშენდა 2013 წელს. 2006 წელს საძირკველი აკურთხა ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, ბზობის დღესასწაულზე. საძირკვლის კურთხევაში მონაწილეობდნენ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მთავარეპისკოპოსი თევდორე, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი შიო. საეკლესიო კომპლექსის პროექტის ავტორი ღვაწლმოსილი ხუროთმოძღვარი რევაზ ჯანაშიაა. ქტიტორი და მეურვე – გოდერძი ბუკია.

კომპლექსში დავანებულია 2013 წელს ჩამობრძანებული კიევ-პეჩორის ღირს მამათა 83 წმინდა ნაწილი.

#ხობი

#orthodoxchurch

#ხობჟიდოშე

†  #შვიდი #წელიწადი #შენდებოდა ხობის ეს საეკლესიო კომპლექსი და საპატრიარქო რეზიდენცია _ დღეს უკვე სამეგრელოს ამ მიდამოების მშვენება,… #ბათუს #მთის ულამაზეს ბექობზე გადმომდგარი და ყელმოღერებული.

†  იგი ისე ბუნებრივად ჩაეწერა აქაურ პეიზაჟში, ამ ადგილების ფერწერულობა ხელახლა აღმოგაჩენინა თითქოს. 

†  აქ ყველაფერი #ქართულია. არქიტექტორის, ბატონ რევაზ ჯანაშიას განმარტებით, კომპლექსი X-XI საუკუნეების #კაცხის #მაცხოვრის #ეკლესიის #ანალოგია, თავისი ჯვარგუმბათოვანი და დასავლეთით მიშენებული გალერეით, რომელსაც მარჯვნივ-მარცხნივ მცირე ევკდერებიც აქვს. სხვა მხრივ, არქიტექტურული კომპლექსი, ბოლო ათწლეულების ქართულ საეკლესიო ნაგებობებს შორის არა მარტო ფუნქციური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, არამედ #პირველია თავისი ექვსაბსიდიანი ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრითაც. სატაძრო კომპლექსის ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის ის გარემოებაც, რომ იგი, მეტ-ნაკლებად, აცოცხლებს ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შედევრის --  #ბანას #მონასტრის (VIIს.) _ პირვანდელ იერსახეს.

ფოტოების ავტორი ირაკლი შონია