ხობში ავტომანქანა ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა, არის მსხვერპლი

 


ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, BMW- ს მარკის ჯიპი განათების ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ავტომანქანაში ერთი პირი დაიწვა, მეორე კი მანქანიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო- სამაშველო ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იმყოფება.
წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/708448-xobshi-avtomankana-ganatebis-bozs-sheejaxa-da-cecxli-gauchnda-aris-msxverpli/