21 აპრილს საზოგადოება ,,ხობელის,, ოფისში, ხობის რაიონში სხვა და სხვა წლებში მოღვაწე ხობელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ხობის წმ.სამების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა კირიონ დარასელიამ დალოცა საზოგადოების წევრები მიულოცა მათ ქრისტიანული დღესასწაული და მოიხსენია გარდაცვლილთა სულები.
დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა გარდაცვლილ ხობელთა ღვაწლი და პატივი მიაგეს მათ სულებს.
ღონისძიებას ესწრებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
საღამოზე საგალობლები შეასრულეს ხობის ხალხური სიმღერის ანსამბლ ,,კოლხეთის,, წევრებმა.
#ხობელები
#ხობარეფ
#ხობელთახსოვნა