ვიქტორინა ,,ეკომეგობარი“

 

 ხობის კულტურის სახლის ფოიეში „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის საბიბლიოთეკო ქსელის ორგანიზებით ვიქტორინა ,,ეკომეგობარი“  ჩატარდა

ვიქტორინაში, მოსწავლეებისგან შემდგარი ექვსი გუნდი მონაწილეობდა ( არგო, რეინჯერი, ეკო-SIDE, ეკოპათია, ტერა, ეკოლოგები).

 ინტელექტუალური თამაშის კითხვები  ეკოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა.

შემეცნებითი კონკურსის გამარჯვებული გუნდიეკოპათია გახდა.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით ბერაია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ.

    ვიქტორინაში მონაწილეები და გამარჯვებულები წიგნებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.