ხობში, მდინარე მუნჩიაში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცს მაშველები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
არსებული ინფორმაციით, ის მდინარეში მაშინ ჩავარდა, როცა ნავით მის გადაკვეთას ცდილობდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი წალენჯიხის მკვიდრია.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
https://www.interpressnews.ge/ka/article/706496-xobshi-mdinareshi-mamakacis-cxedari-ipoves