რუბრიკა: ხიბულაში გავრცელებული გვარების ისტორია

გთავაზობთ მცირე ინფორმაციას გვარსახელ ლომაიას შესახებ.
საანალიზო ტიპის გვარი ლომაია დასტურდება 1621 წელს, ხიბულაში მცხოვრების გვარსახელად (ქართული სამართლის ძეგლები III, 1970: 415 – 417). როგორც ზურაბ ჭუმბურიძე აღნიშნავს, „ცხოველთა მეფის სახელწოდება ადამიანის სახელად გვხვდება ბევრ ხალხში“. გ. გვანცელაძის ვარაუდით, გვარსახელ ლომ-ა-ია-ს საფუძვლად უდევს ანთროპონიმი ლომ-ა, შდრ. პირსახელი ლომ-ა, რომელიც დასტურდება ძველ ტექსტებშიც და სვანეთის ამჟამინდელ სინამდვილეშიც, თუმცა არაა გამოსარიცხი ამ გვარსახელის წარმომავლობა ისტორიულად დადასტურებული მამაკაცის ლომ-ა-ია პირსახელისგანაც.
ამონარიდი სოფიკო კეკუას დისერტაციიდან „ოდიშ-აფხაზეთის ონომასტიკა“. https://www.facebook.com/103292998634785/photos/a.156716636625754/293811629582920/