სულ ცოტა ხნის წინ ლევან ლემონჯავა_ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სპორტის საკითხებში, სამეგრელო_ზემო სვანეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტად აირჩია.
ეს საპატიო წოდება მან ღირსეულად დაიმსახურა. ლევან ლემონჯავა მთელი არსებით სპორტს ეკუთვნის. საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტის დამთავრების დღიდან (1983 წ.) ჩაეფლო ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ ცხოვრებაში. მისი თაოსნობით განხორციელდა მრავალი სპორტული ტურნირი თუ ღონისძიება, აღიზარდა ასობით ბავშვი საჯარო თუ სასპორტო სკოლების, სკოლა-ინტერნატის კედლებში, რომლის დირექტორადაც მუშაობდა წლების განმავლობაში.
იყო ფეხბურთის, კონკრეტულად, ხობის `კოლხეთის~ წარმატებების ერთ-ერთი განმაპირობებელი ადამიანი, წლების მანძილზე. საფეხბურთო კლუბ `კოლხეთის~ ვიცე პრეზიდენტი, ამავე დროს იყო რაიონის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
1980-იანი წლებიდან ჩაბმული იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით განხორციელებულ სპორტულ ღონისძიებებში. მისი პირველი შეხვედრები მაშინდელი ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარესთან - ჯანო ბაგრატიონთან, თბილ მოგონებებად და საინტერესო ისტორიად რჩება.
ლევან ლემონჯავა, სპორტის წარმომადგენლობასთან ერთად, წლების მანძილზე ეწეოდა სპორტის ეროვნული სახეობების პოპულარიზაციას არა მარტო ხობის მუნიციპალიტეტში, არამედ რეგიონშიც.
მნიშვნელოვანია მისი წვლილი ცხენოსნობის, მარულას, ისინდის, ლელოს განვითარების საქმეში. მისი ინიციატივით გაიხსნა ხობის მუნიციპალიტეტში ძალოსნობის წრე. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურთან ერთად (რომლის თანამშრომელიც არის 2004 წლიდან), ყურადღებას ამახვილებს მძლეოსნობის, ბერძნულ - რომაული ჭიდაობის განვითარების საქმეზე, რომლის განვითარებაც უმაღლეს ფაზაში ავიდა ხობის მუნიციპალიტეტში. ამ სახეობამ ხობს მსოფლიო ასპარეზზე გაუთქვა სახელი. ხობელ მანუჩარ ცხადაიას სახელი ოლიმპიური სპორტის ზეიმად იქცა.
სამეგრელოს ოლიმპიურმა კომიტეტმა დაუფასა ლევან ლემონჯავას სპორტში ღირსეული მოღვაწეობა და მას, ოლიმპიურ მოძრაობაში გაწეული შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაციის საპატიო წოდება უბოძა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია, სპორტის წარმომადგენლობა და საზოგადოება ულოცავს ლევან ლემონჯავას საპატიო ტიტულს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მას ამ მნიშვნელოვან საქმეში.
ნინა ბუკია,
ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილების უფროსი

.jpg)



.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)