🔵ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში
გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურულ პროექტს, ადგილობრივი ბიუჯეტის და
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის
მერია ახორციელებს.
🔹დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები,
დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და ამოიწმინდება სანიაღვრე არხები.
🔹შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო
რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია გაეცნენ.
🔹გზის რეაბილიტაციის პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 439
484 ლარს შეადგენს.
🔵სამუშაოების დასრულების შემდეგ გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
