ანრი ჯგერენაიას სახელობის მემორიალური ტურნირი მინიფეხბურთში

 

ქალაქ ხობში, ანრი ჯგერენაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართა. შეჯიბრებაში ხობის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების 13 გუნდი მონაწილეობდა.
ტურნირის გამარჯვებული ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ხეთის საჯარო სკოლამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე სკოლა „არეას“ გუნდი გავიდა.
ღონისძიებას, ანრი ჯგერენაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.